ირაკლი ჩიქოვანი - ნომრით 144 ცხელი ხაზის შესაძლებლობები გაიზრდება და მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სრული ინფორმაცია მიიღონ შეზღუდვების შესახებ
ირაკლი ჩიქოვანი - ნომრით 144 ცხელი ხაზის შესაძლებლობები გაიზრდება და მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სრული ინფორმაცია მიიღონ შეზღუდვების შესახებ

საქართველოს მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი -144 ამოქმედდა, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, პრემიერის მრჩეველმა პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ხაზის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება და მოქალაქეთა ინფორმირება სრულად იქნება უზრუნველყოფილი.

გამოცხადებიდანვე ძალიან დიდი ოდენობის ზარი შემოვიდა, რის შედეგადაც თანამოქალაქეებს მოუწიათ დარეკვა ან შეყოვნება, ამ უხერხულობისთვის ბოდიშს ვიხდით, თუმცა ამ ხაზის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაიზრდება და ინფორმირებულობა უზრუნველყოფილი იქნება. ამ ხაზის საშუალებით თანამოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სრული ინფორმაცია მიიღონ და სრულად იყვნენ ინფორმირებული იმ შეზღუდვების შესახებ, რაც ამოქმედებულია“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველოში კარანტინის რეჟიმი ამოქმედდა. მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების გამკაცრების გადაწყვეტილება დღეს, დილის 08:00 საათიდან შევიდა ძალაში.