ირაკლი ჩიქოვანი - მასპინძელი სახელმწიფოს, უკრაინის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კომენტარები გაკეთდა სუამ-ის სამუშაო ენაზე
ირაკლი ჩიქოვანი - მასპინძელი სახელმწიფოს, უკრაინის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კომენტარები გაკეთდა სუამ-ის სამუშაო ენაზე

მასპინძელი სახელმწიფოს, უკრაინის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კომენტარები გაკეთდა სუამ-ის სამუშაო ენაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა, სუამ-ის სამიტზე გიორგი გახარიას რუსულ ენაზე სიტყვით გამოსვლის შესახებ განაცხადა.

ირაკლ ჩიქოვანმა უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რომ კიევში სუამი-ის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გიორგი გახარიამ რუსულად ისაუბრა.

„ვფიქრობ, ზღვარი უნდა არსებობდეს ადეკვატურობის, ზოგადად მედიისთვისაც და ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვისაც. საქმე არაფერთან არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, მასპინძელი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კომენტარები გაკეთდა სუამ-ის სამუშაო ენაზე“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.