ირაკლი ჩიქოვანი - კრისტიან დანიელსონი საქართველოს ძალიან კარგად იცნობს, დარწმუნებულნი ვართ, რომ დიალოგი შედეგიანი იქნება
ირაკლი ჩიქოვანი - კრისტიან დანიელსონი საქართველოს ძალიან კარგად იცნობს, დარწმუნებულნი ვართ, რომ დიალოგი შედეგიანი იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ კრისტიან დანიელსონის საქართველოში ჩამოსვლა მნიშვნელოვანია.

როგორც დეპუტატი აცხადებს, მხარეებს შორის დიალოგს ალტერნატივა არ აქვს.

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში პირად წარმომადგენელს აგზავნის, კრისტიან დანიელსონი საქართველოს ძალიან კარგად იცნობს. დარწმუნებულნი ვართ, რომ დიალოგი ნამდვილად შედეგიანი იქნება. მოლაპარაკებას სჭირდება, რომ მაგადასთან ყველა მხარე იმ განწყობით მოვიდეს, რომ დიალოგი შედგეს. დიალოგი მმართველი გუნდისთვის ყოველთვის ის გზა და საშუალება იყო, რომლითაც ჩვენ შედეგის მიღწევას შევძლებდით. ამას ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები ცხადჰყოფს“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში პირად წარმომადგენელს აგზავნის, რომელიც ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში ჩაერთვება. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია საუბარი.

კრისტიან დანიელსონს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პირადი წარმომადგენლის მანდატი უმაღლეს ევროკომისარ ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით მიანიჭა.