ირაკლი ჩიქოვანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა
ირაკლი ჩიქოვანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. იმუნიზაციის აუცილებლობაზე პარლამენტის წევრი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს.

„დღეს რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ავიცერი. მიუხედავად იმისა, რომ „კოვიდ-19“ გადატანილი მაქვს და ანტისხეულებიც გამომუშავებული – ვაქცინაცია აუცილებელია.

ონლაინრეგისტრაცია მარტივად გავიარე, კლინიკაში ნაკადის მართვა მოწესრიგებულია, ყოველგვარი შეფერხების გარეშე კომფორტულ გარემოში ხდება იმუნიზაცია.

ყოველდღიურად ვირუსს ათობით ჩვენი თანამოქალაქე ეწირება, საავადმყოფოებში ინფიცირებული პაციენტების მართვა ექიმებს 24-საათიან რეჟიმში უწევთ, ყველა რესურსი ამოწურვადია, ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, რომ ავიცრათ, რადგან ერთადერთი გზა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად და ვირუსის დასამარცხებლად მხოლოდ ვაქცინაციაა. გადავარჩინოთ ჩვენი სიცოცხლე და გავუფრთხილდეთ ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს”, – წერს ირაკლი ჩიქოვანი.