ირაკლი ჩიქოვანი კორცხელისა და ბაშის მოსახლეობას შეხვდა
ირაკლი ჩიქოვანი კორცხელისა და ბაშის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი კორცხელისა და ბაშის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და მათ სამომავლო გეგმები გააცნო.

„მოსახლეობა თხილის სექტორში მიღწეულ შედეგებზე გვესაუბრა. წელს კორცხელში, ისევე როგორც მთელ სამეგრელოში, კარგი მოსავალია, რაც მთავრობის, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის და ფერმერების ერთობლივი მუშაობის შედეგია. ამ დროისთვის, საქართველოდან 1797 ტონა თხილია ექსპორტირებული, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 81 პროცენტით აღემატება. თხილი ჩვენი მოსახლეობისთვის უმთავრესი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. წელს ექსპორტიდან მიღებული საპროგნოზო შემოსავალი, დაახლოებით, 100 მლნ აშშ დოლარს შეადგენს“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

დღესვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა შეხვედრა გამართა სოფელ ბაშში. როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, სოფელში საავტომობილო გზის პროექტი განხორციელდა და საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება.