ირაკლი ჩიქოვანი - გაუგებარია, დაჯილდოებული იყოს ადამიანი, რომელმაც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულის რეჟიმი შექმნა, ეს არის მორიგი კამპანია და მცდელობა, სააკაშვილს დანაშაულები ჩამოურეცხონ
ირაკლი ჩიქოვანი - გაუგებარია, დაჯილდოებული იყოს ადამიანი, რომელმაც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულის რეჟიმი შექმნა, ეს არის მორიგი კამპანია და მცდელობა, სააკაშვილს დანაშაულები ჩამოურეცხონ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, გაუგებარია, ადამიანის უფლებებისთვის ჯილდო მიიღოს ისეთმა ადამიანმა, რომელმაც მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულის რეჟიმი შექმნა.

აღნიშნული კომენტარით ირაკლი ჩიქოვანი გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქპოსტს, რომლის მიხედვითაც, ნორვეგიისგან ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში ჯილდო მიიღო.

ირაკლი ჩიქოვანის შეფასებით, ეს მორიგი კამპანიაა.

„გაუგებარია, დაჯილდოებული იყოს ადამიანი, რომელმაც საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ დანაშაულის რეჟიმი შექმნა და ამის დასტურია სტრასბურგის სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება. ეს არის მორიგი კამპანია, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ და კოლეგა პარტნიორ პარტიებს უკავშირდება. ეს არის მცდელობა, შავი თეთრად წარმოაჩინონ და რაღაცნაირად მიხეილ სააკაშვილს დანაშაულები ჩამორეცხონ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.