ირაკლი ჩიქოვანი - „ევროპის სახალხო პარტია“ მიკერძოებულ განცხადებებს აკეთებს, რასაც არანაირი საფუძველი არ აქვს, სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის
ირაკლი ჩიქოვანი - „ევროპის სახალხო პარტია“ მიკერძოებულ განცხადებებს აკეთებს, რასაც არანაირი საფუძველი არ აქვს, სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის

„ევროპის სახალხო პარტია“ მიკერძოებულ განცხადებებს აკეთებს, რასაც არანაირი საფუძველი არ აქვს, პირიქით, ძალიან ბევრი შეცდომით არის დახუნძლული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ჩიქოვანს კითხვა დაუსვეს ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმყოფებოდა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით, ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად სწრაფი ზომების მიღებისა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის.

„სტრასბურგის სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილებებია, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს იმ დანაშაულებზე, რომელიც სააკაშვილმა ქართველი ხალხის მიმართ ჩაიდინა. ამ ადამიანმა თვითდესტრუქცია როცა შეწყვიტა, მისი ჯანმრთელობა გაუმჯობესდა და სასჯელს იხდის. ამიტომ ეს რეზოლუცია სიმბოლური ხასიათისაა“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.