ირაკლი ჩიქოვანი და თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ესტონეთის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდნენ
ირაკლი ჩიქოვანი და თამარ ტალიაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ესტონეთის დელეგაციის ხელმძღვანელს შეხვდნენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ახალი ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი და დელეგაციის წევრი თამარ ტალიაშვილი ესტონეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელს, მარია ჯუფერევა-სკურატოვსკის შეხვდნენ.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულება განიხილეს. ამ კონტექსტში, ხაზი გაესვა მჭიდრო საპარლამენტთაშორისო კავშირებისა და საერთაშორისო ფორმატებში კოორდინირებულ თანამშრომლობას. ყურადღება გამახვილდა გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

დატოვე კომენტარი