ირაკლი ჩიქოვანი -  ჩვენმა მხარდამჭერებმა დღეს დაგვანახეს, რომ გვაქვს მანდატი, რომლითაც უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის მართვა
ირაკლი ჩიქოვანი -  ჩვენმა მხარდამჭერებმა დღეს დაგვანახეს, რომ გვაქვს მანდატი, რომლითაც უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის მართვა

ჩვენმა მხარდამჭერებმა დღეს დაგვანახეს, რომ გვაქვს მანდატი, რომლითაც უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის მართვა, რომლითაც უნდა უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს.

„დღეს იყო მნიშვნელოვანი დღე, დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ყველა იმ ამომრჩეველს, რომელიც მოვიდა საარჩევნო უბანზე და გააკეთა საკუთარი არჩევანი. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა ყველა იმ მხარდამჭერს, რომელმაც დაგვანახა, რომ ჩვენ გვაქვს მანდატი, რომლითაც უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის მართვა, რომლითაც უნდა უზრუნველყოთ ჩვენი ქვეყნის განვითარება. ასევე დიდი მადლობა მინდა, ვუთხრა „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, რომლებიც დაუღალავად შრომობდნენ, რათა კიდევ ერთხელ გვეზეიმა გამარჯვება და კიდევ ერთხელ დაგვეფიქსირებინა კარგი შედეგი, რომელიც არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით, ისეთ რეგიონში, რომელიც სამეგრელოა, დიდი მადლობა მათ. დარწმუნებული ვართ, რომ გიორგი ხახუბიას შემოერთებით ჩვენი გუნდი კიდევ უფრო გაძლიერდება. დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი უზრუნველყოფს იმას, რომ როგორც ფოთში, ასევე სენაკსა და ხობში იქნება გაგრძელებული მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც უკვე არის წამოწყებული და მიმართულია იქითკენ, რომ თითოეული მოქალაქის ყოველდღიურობა გააუმჯობესოს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.