ირაკლი ჭეიშვილი – ოპოზიციური პარტიები ტყუილს ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში რაიმე გადაწყვეტილებაა მიღებული, საზოგადოება ნახავს, რომ გადაწყვეტილი არაფერია
ოპოზიციური პარტიები ტყუილს ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში რაიმე გადაწყვეტილებაა მიღებული, საზოგადოება ნახავს, რომ გადაწყვეტილი არაფერია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აქვთ მოლოდინი, რომ ეს პარტიები აიკრძალებიან.
„დამოუკიდებელ ქვეყანაში დამოუკიდებელი მართლმსაჯულება არსებობს, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები გადაწყვეტილებას იღებენ. ეს პროცესი, რაც მეტი ხანი გაგრძელდება, საზოგადოება ამ რადიკალების და ქვეყნის მტრების სახეს მით უფრო დაინახავს. საკონსტიტუციო სასამართლოში შუალედურებს აყენებენ, პროცესი მაქსიმალურად იწერება და საზოგადოება ხედავს, თუ როგორ გაურბიიან მოსამართლის შეთხვებს ასაკრძალი პარტიის წარმომადგენლები. მოლოდინი გვაქვს, რომ ეს პარტიები აიკრძალებიან. საკმარისზე მეტი მტკიცებულება წარვადგინეთ და წარდგენილ შუალედურებს ვასაბუთებთ. აქედან გამომდინარე იმის მოლოდინი გვაქვს, რომ ეს პარტიები აიკრძალებიან და ჯაფარიძისნაირი პოლიტიკოსები პოლიტიკურ ველს ჩამოშორდებიან, რათა მსგავსი განცხადებები არ აკეთონ, რომ თურმე ნარკოტიკის გასაღება დასაშვებია. ქვეყნის მოსახლეობა რომ არ მოიწამლოს, მსგავსი განცხადებები არ უნდა გაკეთდეს. განცხადებები კი არა, ეს ადამიანები ასე ფიქრობენ და ისინი პოლიტიკას ერთხელ და სამუდამოდ უნდა ჩამოშორდნენ“,- განაცხადა ჭეიშვილმა.