ირაკლი ჭეიშვილი – ოპოზიციაში ვიდრე წესრიგის განმსაზღვრელი „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილია, საერთო ენას ვერ გამოძებნიან, დაიშლებიან და 2028 წლის არჩევნებამდეც ვერ მივლენ
ოპოზიციაში კრიზისია. მათი გაერთიანება არაერთხელ მოხდა, მაგრამ იმდენჯერ დაიშალნენ, რეკორდსაც მიაღწიეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციაში დაპირისპირება მუდმივად იქნება, არჩევნებანდეც და მას შემდეგაც, ისინი საერთო ენას ვერ იპოვიან.
„ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი ფლაგმანი იქნებიან, ისინი საერთო ენას ვერ გამოძებნიან. რაც ოპოზიციაში მიმდინარეობს, ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს – ერთმანეთს ჭამენ. ასე იქნებიან 2028 წლის არჩევნებამდე. მათი გაერთიანება ვერ შედგება, მარტივ მამრავლებად დაიშლებიან და არჩევნებამდე ვერც მივლენ. საპარლამენტო არჩევნებში რა ფორმითაც არ უნდა მიიღონ მონაწილეობა, კრახი გარდაუვალია, აუცილებლად დამარცხდებიან. ვიდრე ოპოზიციაში წესრიგის განმსაზღვრელი „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი იქნებიან, საერთო ენას ვერ ნახავენ, მაგრამ მათგან არც გვარამია განსხვავდება. ეს ადამიანები ხელისუფლებაში იყვნენ და ათასს სიბინძურეს ჩადიოდნენ“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.