ირაკლი ჭეიშვილი – მიზანმიმართულია ჩვენი ქვეყნის ცუდ კონტექსტში წარმოჩენის მცდელობა შიდა და გარე მტრების მხრიდან, მიხეილ ყაველაშვილი რომ ირანში სამძიმარზე ჩავიდა, სწორი გადაწყვეტილებაა

14:03, 03.07.2026

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს რომ ირანში სამძიმარზე ჩავიდა, სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილებაა, – ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, მიზანმიმართულად ხდება საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია.

„ირანში სამძიმარზე ჩასული არიან სომხეთის, აზერბაიჯანის, ნატო-ს წევრი ქვეყნის, თურქეთის მაღალი თანამდებობის პირები. ეს არის სამეზობლო კონტექსტი, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს რომ ირანში სამძიმარზე ჩავიდა, სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილებაა. მიზანმიმართულია, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ ჩვენი ხელისუფლების, ქვეყნის. ეს არის ჩვენი ქვეყნის ცუდ კონტექსტში წარმოჩენის მცდელობა შიდა და გარე მტრების მხრიდან. ნატო-ს წევრი ქვეყნის, თურქეთის ლიდერები არიან ჩასული, პირდაპირ ამერიკის მოკავშირე ქვეყნის ლიდერები და ამ კონკრეტულ შემთხვევაში იერიშია მხოლოდ საქართველოსა და ყაველაშვილზე. ეს არის მიზანმიმართული. დაკვეთას ასრულებენ როგორც შიდა, ისე გარე მტრები. ამას მეტი ახსნა-განმარტება არ აქვს“, – აღნიშნა ჭეიშვილმა.

მსგავსი