ირაკლი ჭეიშვილი – ევროკავშირის მაღალი დონის სამიტზე როდესაც საქართველოს ხელისუფლებას მიწვევას არ უგზავნიან, ეს არის ხელის გადაგრეხვის პრინციპი, შანტაჟი, ამის მიუხედავად, ჩვენ ვრჩებით დიალოგის რეჟიმში
ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ევროკავშირთან დიალოგის რეჟიმში ვრჩებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი სახეს არ იცვლის, არც მათი შანტაჟის ენა იცვლება და არც ხელის გადაგრეხვის პრინციპი.
„საქართველომ გაფართოების ფორუმზე მიწვევა იმ ფონზე არ მიიღო, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის თაობაზე პროცესი მიმდინარეობს. ევროკავშირის მხრიდან არასწორ მიდგომებს ვხედავთ. როცა მაღალი დონის სამიტზე საქართველოს ხელისუფლებას მიწვევას არ უგზავნიან, ეს არის ზუსტად ხელის გადაგრეხვის პრინციპი. ეს არის შანტაჟი და ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოს საგარეო უწყების მხრიდან საჯაროდ გავრცელა ინფორმაცია, რომ ჩვენ ისევ დიალოგის რეჟიმში ვრჩებით და ჩვენი სურვილია, ეს პროცესები დასრულდეს. სურვილი გვაქვს, ევროკავშირთან ურთიერთობები გავაღრმავოთ და არსებული პრობლემები მაგიდასთან იყოს მოგვარებული. ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში რიტორიკას არ იცვლის და ეს არასწორია. ქვეყნების რანგებად დაყოფა არასწორია. მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის მიზნით პროცესი მიმდინარეობს, შანტაჟის ენა არ წყდება“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროკავშირის გაფართოების ფორუმსა და დაკავშირებადობის მინისტერიალზე საქართველოს შესაბამის დონეზე მიწვევა არ მიუღია, შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენელი მათში მონაწილეობას არ მიიღებს.