ირაკლი ჭეიშვილი – ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებასა და პოლიციის დაწვის მცდელობაზე როდესაც სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყეთ, გერმანია და საფრანგეთი გვაკრიტიკებდნენ, ახლა იმავე ფაქტებზე კანონს ამკაცრებენ
საქართველოში როდესაც ნიღბების გამოყენება ავკრძალეთ და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებასა და პოლიციის დაწვის მცდელობაზე სისხლისსამართლებრივი დევნა დავიწყეთ, გერმანია და საფრანგეთი გვაკრიტიკებდნენ, ახლა იმავე ფაქტებზე კანონს ამკაცრებენ, — ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არც საქართველოში, არც გერმანიაში და არც საფრანგეთში არ უნდა წვავდნენ არავის.
„კანონი გასამკცარებელია და ამას ვემხრობით, მაგრამ რატომღაც ამბობდნენ, რომ საქართველოში ეს დემოკრატიული პროცესი არ იყო, ასევე ამბობდნენ, რომ თურმე პოლიციელებზე ზეწოლა და თავდასხმა არ ხდებოდა. დღეს რა ხდება? ზუსტად იგივე, რაც ხდებოდა საქართველოში. ამ ადამიანების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს მკვლელობის მცდელობის მუხლით. უნდა დაიწყოს და სწორად აკეთებს საფრანგეთის ხელსუფლება, მაგრამ სწორად ვაკეთებდით ჩვენც. უბრალოდ მაშინ არასწორ კრიტიკას ვისმენდით. ეს არის ორმაგი სტანდარტები, რაც საქართველოს მიმართ ხდებოდა“, — განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარიზში 31 ოქტომბერს, აქციის დროს პოლიციელისთვის ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტზე საფრანგეთის პროკურატურამ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.