ირაკლი ბიძინაშვილი - სეზონის განახლებისთვის 100 პროცენტით მზად ვიქნები
ირაკლი ბიძინაშვილი - სეზონის განახლებისთვის 100 პროცენტით მზად ვიქნები

გორის „დილას“ ნახვარმცველმა ირაკლი ბიძინაშვილმა, სეზონისთვის მზადებასა და პანდემიის პერიოდში ინდივიდუალურად ვარჯიშზე ილაპარაკა.

პანდემიამ ფეხბურთი უკან დახია, ზოგიერთ ქვეყანაში იძულებულნი გახდნენ, ჩემპიონატი ნაადრევად დაესრულებინათ. ვიმედოვნებ, ვითარება სწრაფად გამოსწორდება და ჩვეულ რიტმში შევძლებთ თამაშისა და ცხოვრების გაგრძელებას. მიხარია, რომ ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვუბრუნდებით. უპირველესად, მადლობა ქართველ ექიმებს, ისინი გმირები არიან“, – ამბობს „დილას“ ფეხბურთელი.

ირაკლი ბიძინაშვილი იმედოვნებს, რომ სეზონის განახლებამდე სასურველ კონდიციებს აღიდგენს: „პანდემიის პერიოდში, მაქსიმალურად ვერიდებოდი გარეთ გასვლას, მაგრამ სახლში ვარჯიშით ვცდილობდი ფიზიკურად ფორმა შემენარჩუნებინა. ბუნებრივია, საუკეთესო კონდიციებში ვერ ვარ, ეს ალბათ ამ ეტაპზე გასაგებია, მაგრამ ყოველდღიურად უკეთესობას ვგრძნობ – როგორც ფიზიკურად, ასევ ტექნიკურად და ვფიქრობ, რომ 27 ივნისისთვის, როდესაც „სამტრედიას“ გორში მივიღებთ, 100% -ით მზად ვიქნები“.

23 წლის ნახევარმცველი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო. „საბურთალოს“ აღზრდილმა გუნდი 2017 წელს დატოვა და ოპტიბეთ ვირსლიგაში (ლატვიის ჩემპიონატი) „ელგავას“ შეუერთდა, სადაც ორი სეზონი გაატარა. გორის „დილაში“ წელს, ზამთარში ჩაირიცხა.