ირაკლი ბერაიასა და კონგრესმენ ბრაიან მასტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
ირაკლი ბერაიასა და კონგრესმენ ბრაიან მასტს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ირაკლი ბერაიას სატელეფონო საუბარი ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენთან, რესპუბლიკელ ბრაიან მასტთან.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის მიმართულებებზე და ამ თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და საპასუხოდ გადადგმულ ნაბიჯებზე, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, რუსეთის უკანონო ქმედებებზე, მათ შორის, რუსეთიდან მომდინარე კონვენციურ და ჰიბრიდულ საფრთხეებზე.

„საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის ფედერაციაზე ზემოქმედების გაზრდის აუცილებლობა 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებითა და საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით. განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და აღნიშნეს საქართველოს საკითხის აშშ-ის დღის წესრიგში უმაღლეს დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობა“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.