ირაკლი ბერაია - ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება ვაშინგტონში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება
ირაკლი ბერაია - ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება ვაშინგტონში განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება
საქართველოს პარლამენტის წევრის, ირაკლი ბერაიას ინფორმაციით, ვაშინგტონში, ამერიკელ სენატორებთან, კონგრესმენებთან და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლება იქნება.
„ორშაბათიდან, საქართველოს პარლამენტის დელეგაციას, გვაქვს მნიშვნელოვანი შეხვედრებით დატვირთული კვირა ვაშინგტონში, სადაც ვხვდებით ჩვენს კოლეგა სენატორებსა და კონგრესმენებს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებს და კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელ პირებს. მათთან განსახილველი საკითხების ჩამონათვალში, ერთ-ერთი უმთავრესი თემა ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებაა“,- წერს ირაკლი ბერაია სოციალურ ქსელში.
ირაკლი ბერაიას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების, მისი ყველა შესაბამისი უწყების, ძალისხმევა მიმართულია ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.
მისივე თქმით, საკითხი აქტუალურია საქართველოს ყველა პარტნიორი ქვეყნის დედაქალაქში და საერთაშორისო ორგანიზაციაში.
„საქართველოს ხელისუფლების, მისი ყველა შესაბამისი უწყების, თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა მიმართულია ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად. ეს საკითხი აქტუალურია საქართველოს ყველა პარტნიორი ქვეყნის დედაქალაქში და საერთაშორისო ორგანიზაციაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, უწყების ხელმძღვანელი პირები, ჩვენი ელჩები საზღვარგარეთ, ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ კომუნიკაციას ევროკავშირის, გაერო-ს, ეუთო-ს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების უმაღლესი თანამდებობის პირებთან, პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ამ უკანონობის დასასრულებლად“,- წერს ირაკლი ბერაია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
დატოვე კომენტარი