ირაკლი ბერაია - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს
ირაკლი ბერაია - საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სწორად აფასებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობას და აუცილებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

როგორც ბერაიამ აღნიშნა, ნატო-სთან თავსებადობის კუთხით, ჩვენი ქვეყანა უსწრებს ალიანსის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს.

„თავდაცვის, უსაფრთხოების სფეროში და პირველ ყოვლისა დემოკრატიული რეფორმების გატარების შედეგად, ალიანსმა გაზარდა საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა. ეს ვლინდება არა ერთი მაღალი დონის ვიზიტში (ალიანსის გენერალური მდივნის, სამხედრო კომიტეტის, ჩდრიოლოატლანტიკური საბჭოს, ალიანსის და მოკავშირეების სხვა მაღალი თანამდებობის პირების) და საქართველოსთვის გაწევრიანების დამატებითი პრაქტიკული ინსტრუმენტების მინიჭებაში. ნატო-სთან თავსებადობის კუთხით, ჩვენი ქვეყანა უსწრებს ალიანსის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს. ვმასპინძლობთ ნატო-ს სწავლებებს და სამხედრო წვრთნებს. უმნიშვნელოვანესი წვლილი შეგვაქვს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. აქტიურად ვართ ჩართული შავი ზღვის უსაფრთხოების ზომებში. სტრატეგიული პარნტიორებისგან ვღებულობთ უახლეს შეიარაღებას. სწორედ ეს მიღწევები და სხვა მნიშვნელოვანი კრიტერიუმები უდევს საფუძვლად ჩვენი პარტნიორების მხრიდან საქართველოს მიმართ მაღალ შეფასებებს და ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების აუცილებლობას და მნიშვნელობას“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.