ირაკლი ბერაია - საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მზად არის, ქვეყანა ალიანსის წევრობას იმსახურებს, ბურთი ალიანსის მოედანზეა
ირაკლი ბერაია - საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მზად არის, ქვეყანა ალიანსის წევრობას იმსახურებს, ბურთი ალიანსის მოედანზეა

ჩვენი დელეგაცია ხმამაღალი იქნება იმაში, რომ ნატო-ს წევრ სახელმწიფოებს ვუთხრათ, ჩვენ გვაქვს შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინი პარტნიორების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

მისი თქმით, საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მზად არის, ქვეყანა ნატო-ს წევრობას იმსახურებს და ახლა ბურთი ალიანსის მოედანზეა.

„ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან ჩვენი მთავარი სასაუბრო არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანება. ყველაზე მთავარი, რაზეც საპარლამენტო დელეგაცია ბრიუსელში ჩამოვიდა, ეს არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება და გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. განსაკუთრებით, არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით. ჩვენი დელეგაცია ხმამაღალი იქნება იმაში, რომ ალიანსის წევრ სახელმწიფოებს ვუთხრათ, რომ ჩვენ გვაქვს შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინი პარტნიორების მხრიდან. საქართველო ნატო-ს წევრობისთვის მზად არის, ქვეყანა ნატო-ს წევრობას იმსახურებს. ბურთი არის ალიანსის მოედანზე. იმედი გვაქვს, რომ გონივრულ ვადებში იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.