ირაკლი ბერაია - სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში რუსეთიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეებზე მნიშვნელოვანი საკომიტეტო მოსმენა გაიმართა
ირაკლი ბერაია - სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში რუსეთიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეებზე მნიშვნელოვანი საკომიტეტო მოსმენა გაიმართა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანი საკომიტეტო მოსმენა გაიმართა, რა დროსაც თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტმა წარადგინა ინფორმაცია შავი ზღვის რეგიონსა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეების შესახებ.

„ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად აგრესორი სახელმწიფოს სამხედრო შესაძლებლობებზე, მათ აღჭურვილობაზე, შეიარაღებაზე, ამ შეიარაღების ტიპებზე, სარაკეტო სისტემებზე, მცურავ საშუალებებზე, როგორც წყალზე, ასევე წყალქვეშა საშუალებებზე, ზოგადად ძალთა სტრუქტურაზე, სამხედრო წვრთნებზე, რომელსაც აგრესორი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები ატარებენ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონში. ეს იყო ძალიან საინტერესო და ინფორმატიული მოსმენა რუსულ სამხედრო შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია, რომ საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში ასევე მოვისმინეთ ინფორმაცია იმ მნიშვნელოვანი და ძალიან ეფექტიანი ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც დგამენ საქართველოს სამხედრო ძალები საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ამ საფრთხეების შემცირების, შეკავების და მინიმიზაციის მიზნით“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.