ირაკლი ბერაია - რუსეთის ფედერაციის განცხადებები პროვოკაციული და ცინიზმით სავსეა
ირაკლი ბერაია - რუსეთის ფედერაციის განცხადებები პროვოკაციული და ცინიზმით სავსეა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის ფედერაციის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთის განცხადებები ზუსტად ისეთი პროვოკაციულია, როგორც მისი ქმედებები.

„რუსეთი ოკუპანტი სახელმწიფოა, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთი აწარმოებს ოკუპირებული ტერიტორიების მზარდ მილიტარიზაციას. საქართველოს მოქალაქეებს ყოველდღე უხდებათ პროვოკაციებთან შეხება. ზოგადად, გარდა იმისა, რომ რუსეთის ქმედებები პროვოკაციულია, ასევე ძალიან სერიოზული საფრთხის შემცველია, როგორც საქართველოსთვის, ასევე მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის. რუსული განცხადებები და რუსული მოწოდებები არის ცინიზმით სავსე ქმედებები. ვინც უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, ეს არის რუსეთის ფედერაცია. რუსეთს შესასრულებელი აქვს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება“, – განაცხადა დეპუტატმა.

ირაკლი ბერაიას თქმით, რუსეთმა ნაკისრი ვალდებულებები რომ შეასრულოს, აუცილებელია ოკუპანტ, აგრესორ სახელმწიფოზე ზეწოლის გაზრდა.

„ყველა საერთაშორისო ფორმატს ვიყენებთ, რათა ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც მოიცავს, როგორც დეოკუპაციას და არაღიარებას, ასევე შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას, იყოს ეფექტიანი. ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს. ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა იქნება უცვლელი და მიმართული ჩვენი უმთავრესი ამოცანისკენ“, – განაცხადა ბერაიამ.

დატოვე კომენტარი