ირაკლი ბერაია - რუსეთი სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრის, ამიტომ საერთაშორისო საზოგადოება უფრო პრინციპული უნდა იყოს
ირაკლი ბერაია - რუსეთი სახელმწიფოების ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრის, ამიტომ საერთაშორისო საზოგადოება უფრო პრინციპული უნდა იყოს

ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ მოსკოვში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტისას, რომ რუსეთი არ იცვლება, არ ცვლის საკუთარ დეატრუქციულ და აგრესიულ პოლიტიკას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოება რუსეთთან ურთიერთობაში მეტად პრინციპული უნდა იყოს.

„ეს კიდევ ეთხელ გამოჩნდა, რაც ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო საზოგადოება უნდა იყოს კიდევ უფრო პრინციპული რუსეთთან ურთიერთობაში. უნდა იყოს ზეწოლა მაქსიმალური, უნივერსალური, რადგან რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს მთლიანად წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისთვის. ის ძირს უთხრის სახელწმიფოების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ამისთვის რუსეთს უნდა დაეკისროს მაქსიმალური პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჟოზეფ ბორელმა რუსეთის დედაქალაქიდან დაბრუნების შემდეგ დაწერილ ბლოგში განაცხადა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც შეეხნენ პრობლემურ სამეზობლოზე საუბრისას მოსკოვში.