ირაკლი ბერაია - ოპონენტები მუდმივად ცდილობენ, საზოგადოებას ზღაპრები მოუყვნენ, გიორგი რურუა პოლიტპატიმარი არ არის
ირაკლი ბერაია - ოპონენტები მუდმივად ცდილობენ, საზოგადოებას ზღაპრები მოუყვნენ, გიორგი რურუა პოლიტპატიმარი არ არის

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, გიორგი რურუა პოლიტპატიმარი არ არის.

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი ბერაია გიორგი რურუას მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება და მასზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ოპონენტები მუდმივად ცდილობენ, საზოგადოებას ზღაპრები მოუყვნენ, რაც არაფერს ნიშნავს. გიორგი რურუა პოლიტპატიმარი არ არის და არც შეიძლება იყოს“, – განაცხადა ბერაიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

დატოვე კომენტარი