ირაკლი ბერაია - ნებისმიერი სახის მხარდაჭერა, რომელსაც მომეტებული საფრთხეების საპასუხოდ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები უწევენ, მნიშვნელოვანია
ირაკლი ბერაია - ნებისმიერი სახის მხარდაჭერა, რომელსაც მომეტებული საფრთხეების საპასუხოდ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები უწევენ, მნიშვნელოვანია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ყველა ის დახმარება, რომელსაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები უწევენ.

როგორც ბერაიამ განაცხადა, არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე დახმარება მნიშვნელოვანია.

„ნებისმიერი სახის მხარდაჭერა, რომელსაც საქართველოს უწევენ სტრატეგიული პარტნიორები მომეტებული საფრთხეების საპასუხოდ, იქნება ეს ფინანსური თუ შეიარაღების და აღჭურვილობის თვალსაზრისით მხარდაჭერა, ყოველთვის მნიშვნელოვანია.  მნიშვენელოვანია ყველაფერი, რაც პასუხობს ჩვენს წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს“, – განაცხადა ბერაიამ.

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ხავიერ კოლომინამ პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა, რომ მადრიდის სამიტზე მიღებული მხარდაჭერი გადაწყვეტილებები მიბმული იქნება საქართველოს საჭიროებებთან.