ირაკლი ბერაია - ნაბიჯები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიდგა და პრიორიტეტები, რომლებზეც ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა, უდავოდ იმსახურებს ხაზგასმასა და აღიარებას
ირაკლი ბერაია - ნაბიჯები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიდგა და პრიორიტეტები, რომლებზეც ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა, უდავოდ იმსახურებს ხაზგასმასა და აღიარებას

ის ნაბიჯები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიდგა და ის პრიორიტეტები, რომლებზეც ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა, უდავოდ იმსახურებს ხაზგასმასა და აღიარებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ბერაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„განსაკუთრებულ დაფასებასა და მხარდაჭერას იმსახურებს ჩვენი საამაყო ქართული პოლიცია, რომელიც მიუხედავად რადიკალებისა და უპასუხისმგებლო სუბიექტების მხრიდან აუტანელი შეურაცხყოფების კასკადისა, მაღალი პროფესიონალიზმითა და ადამიანის უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტით ასრულებს საკუთარ მოვალეობას. ის ნაბიჯები, რომლებიც უწყებაში გადაიდგა და ის პრიორიტეტები, რომლებზეც ბატონმა ვახტანგმა ისაუბრა, უდავოდ იმსახურებს ხაზგასმასა და აღიარებას“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.