ირაკლი ბერაია - „ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“კანონპროექტთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ადასტურებს, რა დღეშია ოპოზიციად წოდებული ავანტიურისტების ერთობა
ირაკლი ბერაია - „ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“კანონპროექტთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ადასტურებს, რა დღეშია ოპოზიციად წოდებული ავანტიურისტების ერთობა

„ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებული აჟიოტაჟი ადასტურებს, რა დღეშია ოპოზიციად წოდებული ავანტიურისტების ერთობა, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არის გამონაკლისი, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დეზინფორმაციას ავრცელებენ და უსაფრთხოების სამსახურის რეპუტაციის დაზიანებას ცდილობენ.

„ზოგადად, მოცემული კანონის მიღება არის ტექნიკური ხასიათის და ის დებულებები, რეგულაციები, რომლებიც მითითებულია ერთ კანონში, გადადის მეორე კანონში. შესაბამისად, აჟიოტაჟი, რომელიც იყო ატეხილი, დადასტურებაა, რა დღეშია ოპოზიციად წოდებული ავანტიურისტების ერთობა. ოპოზიციას აქვს საკმარისი ბერკეტები ნდობის ჯგუფში და თუ ამის გამოყენების სურვილი არ აქვს, ეს კვლავ ოპოზიციის პრობლემაა. ალბათ საქართველო არის გამონაკლისი, როდესაც პოლიტიკოსები, მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური გემოვნების არიან, ტალახს ესვრიან უსაფრთხოების სამსახურს და ნაცვლად მხარდაჭერისა, დეზინფორმაციას ავრცელებენ და სამსახურის რეპუტაციულ დაზიანებას ცდილობენ. არცერთ ქვეყანაში არცერთი პოლიტიკური ჯგუფი, ყველაზე რადიკალურიც კი, იმის უფლებას არ აძლევს საკუთარ თავს, რის უფლებასაც აძლევენ საკუთარ თავს საქართველოში რადიკალები, რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.