ირაკლი ბერაია - ლავროვს ვურჩევდი, წინ დაიდოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და იფიქროს, როგორ შეასრულოს მისმა აგრესორმა სახელმწიფომ ხელშეკრულების პირობები
ირაკლი ბერაია - ლავროვს ვურჩევდი, წინ დაიდოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და იფიქროს, როგორ შეასრულოს მისმა აგრესორმა სახელმწიფომ ხელშეკრულების პირობები

სერგეი ლავროვის განცხადება არის კიდევ ერთი დაცინვა და იმის დადასტურება, რომ რუსეთმა საერთოდ ვერ ისწავლა ვერაფერი, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

ირაკლი ბერაიამ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებაზე, რომელმაც თქვა: 2008 წელს ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ნატო-ს წევრები, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია.

მისივე თქმით, ნატო-ს ღიას კარის პოლიტიკა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული.

„ის, ვინც მსოფლიოში მშვიდობას და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, არის რუსეთი და მისი აგრესიული ქმედებები. ნატო-ს ღიას კარის პოლიტიკა არ არის მიმართული არავის წინააღმდეგ. ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არის ღირებულებებზე დაფუძნებული ალიანსის პრინციპი. თქვენ იცით, რომ საქართველომ თავისი არჩევანი გააკეთა და ალიანსში არსებობს სრული კონსენსუსი მოკავშირებს შორის, რაც ასახულია ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილებაში. როგორც საქართველო, ასევე ალიანსი აქტიურად მუშაობენ ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანისთვის. ლავროვს ვურჩევდი, პროვოკაციული განცხადებების ნაცვლად, წინ დაიდოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და იმაზე იფიქროს, როგორ შეასრულოს მისმა აგრესორმა და კანობალიზმის პრინციპებით მოქმედმა სახელმწიფომ ამ ხელშეკრულების პირობები“, – განაცხდა ირაკლი ბერაიამ.