ირაკლი ბერაია - დავით გარეჯთან მიმართებაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ჰქონდა აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი და საქართველოსთვის საზიანო პოზიცია
ირაკლი ბერაია - დავით გარეჯთან მიმართებაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ჰქონდა აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი და საქართველოსთვის საზიანო პოზიცია

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან მიმართებაში სახეზეა უმძიმესი შემთხვევა, უმძიმესი დანაშაული, როდესაც რეალურად საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი და საქართველოსთვის საზიანო პოზიცია და მაშინდელ ხელისუფლებაში ასევე არსებობდა სრული კონსენსუსი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, – განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ბერაია ამ განცხადებით გამოეხმაურა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენების, სადაც ყოფილი პრემიერი აცხადებდა, რომ ე.წ. სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან შესაბამისი რეაგირება არ ყოფილა.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთები თანხმდებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, ის რომ იმალებოდა, ნადგურდებოდა ან ქრებოდა სასიცოცხლო მნიშვნელობის კარტოგრაფიული მასალები, იმას, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები ღიად აცხადებდნენ, რომ საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ეს მნიშვნელოვანი ნაწილი არ შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში და თუკი ამას დავუმატებთ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის პროკურატურისთვის მიცემულ ჩვენებას, სადაც ასახულია უშიშროების საბჭოს სხდომაზე არსებული ვითარება და იქ გაჟღერებული დეტალები, დასკვნა არის ძალიან მარტივი – ჩვენ სახეზე გვაქვს  უმძიმესი შემთხვევა, უმძიმესი დანაშაული, როდესაც რეალურად საქართველოს პრეზიდენტს ჰქონდა აბსოლუტურად ანტისახელმწიფოებრივი და საქართველოსთვის საზიანო პოზიცია და მაშინდელ ხელისუფლებაში ასევე არსებობდა სრული კონსენსუსი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილი მდებარეობდა მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს „ნაციონალური მოძრაობის“ დესტრუქციულ, ანტისახელმწიფოებრივ და დანაშაულებრივ დღის წესრიგზე და ნამდვილად არ არის გასაკვირი იმ ძალის მხრიდან, რომელსაც აქვს ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები ჩვენი ქვეყნის და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.​

დატოვე კომენტარი