ირაკლი ბერაია - არესტოვიჩი აბსოლუტურად არაადეკვატური სუბიექტია, რომლის განცხადებებიც მოკლებულია საღ აზრსა და შინაარსს
ირაკლი ბერაია - არესტოვიჩი აბსოლუტურად არაადეკვატური სუბიექტია, რომლის განცხადებებიც მოკლებულია საღ აზრსა და შინაარსს

არესტოვიჩი აბსოლუტურად არაადეკვატური სუბიექტია, რომლის განცხადებებიც მოკლებულია საღ აზრსა და შინაარსს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არესტოვიჩი აბსოლუტურად არაადეკვატური პიროვნებაა, შესაბამისად, მისი რიტორიკა ყოველგვარი ლოგიკური აზროვნების ჩარჩოს მიღმა დგას.

არესტოვიჩი ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელია და როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელი მსგავს განცხადებას აკეთებს, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი. ეს არის აქ პრობლემატური“, – განაცხადა ბერაიამ.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროეცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში“.