ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობა ექვს თვეში დასრულდება

11:20, 08.08.2018

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის ინფორმაციით, ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობა ექვს  თვეში დასრულდება.

მისივე თქმით, პროექტის ჯამური ღირებულება 4 მლნ 300 ათასი ლარია.

„დღეს ვიწყებთ ვაშილჯვრის ესტაკადის მშენებლობის სამუშაოებს. სამუშაო პროცესი ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება არის 4 მლნ 300 ათასი ლარი. რაც შეეხება შეზღუდვებს, აქ საუბარი არის, რომ შეიძლება შეზღუდვები იყოს რამდენიმე დღით მარშალ-გელოვანის გამზირზე და იქაც საუბარია შეზღუდვაზე და არა გზის გადაკეტვაზე. სხვა სახის შეზღუდვები პროექტის განმავლობაში არ იგეგმება”, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მსგავსი