ირაკლი აზაროვის „შახტარი“ კონფერენციის ლიგის ნახევარფინალში დამარცხდა #1TVSPORT
ირაკლი აზაროვის დონეცკის „შახტარი“ კონფერენსლიგის ნახევარფინალში „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდა და 1:3 დამარცხდა.
პლეიოფის პირველი შეხვედრა პოლონეთის ქალაქ კრაკოვის „მიეისკის“ სტადიონზე გაიმართა, ინგლისელების უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ „კრისტალმა“ 3:1 გაიმარჯვა.
აზაროვი განაცხადში იყო, მაგრამ არ ათამაშეს. კონფერენსლიგის ნახევარფინალის საპასუხო მატჩი 7 მაისს ინგლისში გაიმართება.