ირაკლი აზაროვი „შახტარმა“ წარადგინა - საქართველოს ნაკრების მცველმა ახალ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
ირაკლი აზაროვი „შახტარმა“ წარადგინა - საქართველოს ნაკრების მცველმა ახალ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

დონეცკის „შახტარმა“ ირაკლი აზაროვის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს ნაკრების მცველმა კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 21 წლის მცველთან ხელშეკრულება, რომელიც „შახტარში“ სერბული „ცრვენა ზვეზდადან“ გადავიდა, 2028 წლის 30 ივნისამდეა გათვლილი.

აზაროვმა ფეხბურთის თამაში „დინამო თბილისის“ აკადემიაში დაიწყო. მთავარ გუნდში სადებიუტო მატჩი 17 წლის ასაკში ჩაატარა (სულ 14 მატჩი, 3 საგოლე პასი). 2021 წლის იანვარში ბათუმის „დინამოში“ გადავიდა, სადაც წელიწად-ნახევარში 65 მატჩი ჩაატარა (4 გოლი, 10 საგოლე პასი). 2022 წლიდან კარიერა ბელგრადის „ცრვენა ზვეზდაში“ გააგრძელა (26 მატჩი, 3 საგოლე პასი). არის საქართველოსა (2019, 2020, 2021) და სერბეთის ჩემპიონი (2023).

2017 წლიდან ირაკლის რეგულარულად იძახებენ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში. 21-წლამდელთა ნაკრებთან ერთად ითამაშა 2023 წლის ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატზე. 2021 წლის 2 ივნისს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დებიუტი რუმინეთთან ამხანაგურ მატჩში ჰქონდა.

ირაკლი აზაროვი

დაიბადა 2002 წლის 21 თებერვალს ბათუმში (საქართველო)

სიმაღლე: 179 სმ

პოზიცია: მარცხენა მცველი

საკლუბო კარიერა:

2019-2020 | „დინამო თბილისი“

2021-2022 | ბათუმის „დინამო“

2022-2023 | „ცრვენა ზვეზდა“

სანაკრებო კარიერა

2017-2018 | საქართველო U17 9 თამაში (0 გოლი)

2019 | საქართველო U18 1 (0)

2019 | საქართველო U19 4 (0)

2020 | საქართველო U21 6 (0)

2021 | საქართველო 12 (0)