ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლები ახალგორში ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის დაკეტვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ
ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლები ახალგორში ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის დაკეტვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლები ახალგორში ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის დაკეტვის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ამის შესახებ მან ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„შეხვედრაზე დავინტერესდით ამ საკითხით და არ დაგვიდასტურეს. როდესაც დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლები ახორციელებენ მსგავსი ტიპის აქციებს, აქტიურდება ცხელი ხაზი და მოგვეწოდება ინფორმაცია ან ვრცელდება მათი განცხადებები. არც ერთს ადგილი არ ჰქონია. დღეს ამის დადასტურება ჩვენ ვერ მივიღეთ“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ.