ირაკლი ალასანია - სპეციალურად ჩამოვედი თბილისში, რომ შალვა შავგულიძეს დავუდგე გვერდში
ირაკლი ალასანია - სპეციალურად ჩამოვედი თბილისში, რომ შალვა შავგულიძეს დავუდგე გვერდში

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ საკუთარი არჩევანი მთაწმინდის 5-ე საარჩევნო ოლქში გააკეთა და საკუთარ არჩევანზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„შალვა შავგულიძე არის ის ადამიანი, ღირსეული კაცი, რომელმაც ყოველთვის იცოდა და ეცოდინება, როგორ უნა დაუდგეს მეგობრებს მხარში. ყოველთვის იყო იქ, სადაც სჭირდებოდა მეგობრებს, იღებდა ღირსეულ გადაწყვეტილებებს და მეც სპეციალურად ჩამოვედი თბილისში, რომ დავუდგე შალვას გვერდში. მას სჭირდება დღეს მხარდაჭერა“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მან უპასუხოდ დატოვა კითხვა, აპირებს თუ არა დაბრუნდეს აქტიურ პოლიტიკაში. ალასანიამ ასევე არ შეაფასა, რა შანსები აქვს ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვებისთვის.