ირაკლი აბესაძე - კონგრესმენების უმწვავეს კრიტიკაზე „ქართული ოცნების“ რეაქცია არაადეკვატურია
ირაკლი აბესაძე - კონგრესმენების უმწვავეს კრიტიკაზე „ქართული ოცნების“ რეაქცია არაადეკვატურია

ის, რასაც „ქართული ოცნება“ ქვეყნის შიგნით სჩადის, შეუმჩნეველი არ რჩება სტრატეგიული პარტნიორებისა და ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ ​ოთხი ამერიკელი კონგრესმენის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილ წერილზე კომენტარისას განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი ოთხმა ამერიკელმა კონგრესმენმა მისწერა. ადამ კინზინგერის, ჯერი კონოლის, ელიოტ ენგელისა და მაიკლ მაკაულის წერილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის „ფეისბუქგვერდზე“ განთავსდა.

როგორც ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, არაადეკვატურია რეაქცია, რომელსაც „ქართული ოცნება“ კონგრესმენების უმწვავეს კრიტიკას აძლევს.

„ის, რასაც „ქართული ოცნება“ ქვეყნის შიგნით სჩადის, დემოკრატიულ, პროპორციულ არჩევნებზე დაპირების უკან წაღება და საზოგადოებაზე ძალადობა, პოლიტიკური ოპონენტების დევნა პროკურატურისა და პოლიციის გამოყენებით, სტრატეგიული ობიექტების მშენებლობის ჩაშლა, შეუმჩნეველი არ რჩება სტრატეგიული პარტნიორებისა და ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის. ძალიან არაადეკვატურია ის რეაქცია, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამ უმწვავეს კრიტიკას აძლევს. იგნორირების, მისი მნიშვნელობის დამცირების მცდელობა, ცალკეული კონგრესმენების რაოდენობის თვლა და თავის დამშვიდება, რომ ჯერ ცოტა მათგანი აქვეყნებს წერილებს გიორგი გახარიას მისამართით, ეს ყველაფერი ერთის მხრივ გვიჩვენებს, თუ როგორი არაადეკვატური და ხელისუფლებაში ყოფნასთან შეუთავსებელია ივანიშვილის რეჟიმი. ეს ძალიან აზიანებს ქვეყნის სამომავლო გეგმებს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.