ირაკლი აბესაძე - საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა არ ნიშნავს, რომ პოზიცია შევიცვალეთ და 8 მარტის შეთანხმება არ უნდა შესრულდეს
ირაკლი აბესაძე - საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერა არ ნიშნავს, რომ პოზიცია შევიცვალეთ და 8 მარტის შეთანხმება არ უნდა შესრულდეს

„ევროპულმა საქართველომ“ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებისას არსებითად გამორიცხა ნებისმიერი რისკი წინა სცენარის განმეორების, როცა თითქოს, აჯანყდნენ დეპუტატები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ პარტიამ პოზიცია შეიცვალა და 8 მარტის შეთანხმება არ უნდა შესრულდეს.

„წინა შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ნება-სურვილის შესაბამისად ჩავარდა პროპორციული საარჩევნო სისტემა. პირველ მოსმენაში მონაწილეობის არ მიღების შემთხვევაში თუ იგივე სცენარი გვექნებოდა, არსებითად დასრულდებოდა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება და ცვლილებების თავიდან დაინიცირება არჩევნებამდე ვეღარ მოესწრებოდა. სწორედ ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევიცვალეთ პოზიცია და 8 მარტის შეთანხმება არის შესრულებული. ამას არ ვთვლით არც ჩვენ და არც ის შუამავლები პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთა მიერ გავრცელებული განცხადებით ცალსახად ჩანს, რომ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოტივაციით დაპატიმრებული ადამიანების გათავისუფლება. ამ შემთხვევში იგულისხმება გიორგი რურუა. „ქართულ ოცნებას“ მივეცით დამატებით ერთკვირიანი ვადა, როცა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით უნდა გავიდეს კენჭისყრაზე. მათ ამ პერიოდში აქვთ ვადა, რათა ბოლომდე შეასრულონ მათ მიერ აღებული ვალდებულება და პატიმრობიდან გაათავისუფლონ გიორგი რურუა. ასეთ შემთხვევაში, მზად ვართ, მეორე მოსმენის კენჭისყრაში მივიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

136 ხმით ხუთის წინააღმდეგ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით გუშინ მიიღო.  კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა ფრაქციებმაც, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.