ირაკლი აბესაძე - ნათელი ხდება, რომ ქვეყანას ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სტრუქტურა მართავს
ირაკლი აბესაძე - ნათელი ხდება, რომ ქვეყანას ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სტრუქტურა მართავს

ნათელი ხდება, რომ სახელმწიფო სტრუქტურების ნაცვლად ქვეყანას ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სტრუქტურა მართავს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა ირაკლი აბესაძემ მირზა სუბელიანთან დაკავშირებით გავრცელებულ ჩანაწერებზე კომენტარისას განაცხადა.

„ძალიან ცხადი და ნათელი ხდება, რომ სახელმწიფო სტრუქტურების ნაცვლად ქვეყანას ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სტრუქტურა მართავს, რომელიც ბიზნესს არეკეტებს, მოწმეებზე და ადამიანებზე ძალადობს, რომელიც არასრულწლოვნების საქმეს ფარავს, მალავს და აყალბებს.

რა თქმა უნდა, ყველა ამ შეკითხვას საჯარო პასუხის გაცემა შინაგან საქმეთა მინისტრისგან და მთავრი პროკურორისგან სჭირდება. ამ ყველაფერს პოლიტიკური პასუხის გაცემა 28 ოქტომბრის არჩევნებზე სჭირდება, როდესაც ხელისუფლების შეცვლა უნდა დაიწყოს“,- განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

„რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა, რომელიც, ამავე ტელეკომპანიის მტკიცებით, გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, მირზა სუბელიანის საკანშია გაკეთებული.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერზე, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანი ფიგურირებს, გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო. მათივე ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, იძულების, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტებზე.