ირაკლი აბესაძე​ - NDI-ის კვლევა ადასტურებს, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს იმედი, რომ „ქართული ოცნება“ გამოასწორებს არსებულ პრობლემებს
ირაკლი აბესაძე​ - NDI-ის კვლევა ადასტურებს, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს იმედი, რომ „ქართული ოცნება“ გამოასწორებს არსებულ პრობლემებს

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ NDI-ის კვლევით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მნიშვნელოვნად გაიზარდა სიღარიბე, არ მოგვარდა უმუშევრობის პრობლემა, თუ სხვა საკითხები.

„ეს კვლევა მორიგ ჯერზე ადასტურებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა სიღარიბე, მოსახლეობისთვის არ მოგვარდა უმუშევრობის პრობლემა, დამძიმდა კრიმინოგენული ვითარება, მოსახლეობას აწუხებს ის, რომ წლების განმავლობაში არ იზრდება პენსია და არ ჩანს ამის პერსპექტივა და რაც ყველაზე მთავარია, მოსახლეობის დიდ ნაწილს არ აქვს იმედი, რომ „ქართული ოცნება“ გამოასწორებს ამ ყველაფერს, რადგანაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანა დღესაც არასწორად ვითარდება. ამიტომ არის მნიშვნელოვანი „ქართული ოცნების“ მმართველობის შეცვლა, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებზე, კანდიდატის გამარჯვება, რომელსაც აქვს კონკრეტული ხედვა, როგორ უნდა გაიზარდოს პენსია, როგორ შეიძლება მეტი ინვესტორია შემოყვანა ქვეყანაში და სამუშაო ადგილების გაზრდა, კრიმინოგენური ვითარების გაუმჯობესება, რაზეც „ევროპული საქართველო“ ბევრს საუბრობს ამომრჩეველთან“, – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები დღეს წარადგინეს.