იპოდრომზე მომხდარ თავდასხმის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა
იპოდრომზე მომხდარ თავდასხმის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა

თბილისში, იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს მომხდარ თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

სამინისტროს ინფორმაციით, დავით ნაფეტვარიძეს უცნობმა პირმა თავში სავარაუდოდ ქვა ჩაარტყა.

შსს-ს ცნობით, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავეს.

„გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ნაფეტვარიძე ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას თავის არეში დაზიანებები აღენიშნება”, – აცხადებენ შსს-ში.

„ევროპული საქართველოს” ინფორმაციით, დავით ნაფეტვარიძე მათი პარტიის წევრია.