იოზილმა რონალდოს მხარი დაუჭირა - ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენის მიმართ ყველამ მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს #1TVSPORT
იოზილმა რონალდოს მხარი დაუჭირა - ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენის მიმართ ყველამ მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს, კრიშტიანო რონალდოს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ნამდვილად არ მესმის, საიდან მოდის პრესაში ეს მუდმივი ნეგატივი კრიშტიანოს მიმართ. მედიასა და პენსიაზე გასულ ექსპერტებს, უბრალოდ, ცნობილი სახელით ყურადღების მიპყრობა სურთ და ცდილობენ, რომ ის ცუდად წარმოაჩინონ.კრიშტიანო თითქმის 38 წლისაა. რა არის გასაკვირი, თუ სეზონში 50 გოლი ვეღარ გააქვს? ფეხბურთის ნებისმიერი გულშემატკივარი ბედნიერი უნდა იყოს, რომ 20 წლის განმავლობაში რონალდოსგან მსოფლიო დონის ფეხბურთის თამაშს უყურებდა.

არ მგონია, რომ ახალი თაობის რომელიმე მოთამაშემ შეძლოს მისი სტატისტიკის გამეორება. ის სამუდამოდ დარჩება თავის კატეგორიაში (G.O.A.T. – ყველა დროის უდიდესი მოთამაშე). ყველამ მეტი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენის მიმართ“, – წერს იოზილი.