მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი იჯარის წესით „აინტრახტში“ გადავიდა და მიმდინარე სეზონს გერმანულ კლუბში გაატარებს.
საინტერესოა, რომ 2019 წელს იოვიჩი „სამეფო კლუბში“ სწორედ „აინტრახტიდან“ გადავიდა და ეს ტრანსფერი მადრიდელებს 60 მილიონი ევრო დაუჯდათ.
სერბმა ფეხბურთელმა „რეალის“ რიგებში მხოლოდ 11 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი ბურთი და ორიც საგოლე გადაცემა შეასრულა.
იოვიჩის კარიერაში საუკეთესო პერიოდი ჯერჯერობით სწორედ „ანტრახტს“ უკავშირდება, სადაც სერბმა თავდამსხმელმა 47 შეხვედრაში 28 გოლი გაიტანა.