იოშკა ფიშერი – მეშინია, რომ ნატო აღარ იარსებებს, თუმცა გერმანიის მიერ ალიანსის მიტოვება უდიდესი შეცდომა იქნება

18:23, 11.09.2026

არ მგონია, რომ ნატო გადარჩება, – ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოშკა ფიშერმა განაცხადა.

Die Zeit-თან ინტერვიუში ყოფილმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ მისი აზრით, გერმანიის მიერ ალიანსის მიტოვება შეცდომა იქნება, თუმცა მის პერსპექტივებში ეჭვი ეპარება.

„მეშინია, რომ ნატო, როგორც ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების ალიანსი, აღარ იარსებებს, თუმცა, ნატო-ს, როგორც ევროპის სამხედრო ალიანსის მიტოვება, კანადასა და დიდ ბრიტანეთთან ერთად, უდიდესი შეცდომა იქნება. ზოგჯერ, დროდადრო, მთელი ძალით გვიწევს თავდაცვითი ბრძოლების წარმოება“, – განაცხადა ფიშერმა.

ამასთან, ფიშერის მტკიცებით, ევროპამ უნდა გაიაზროს, რომ შესაძლებელია ტრანსატლანტიკურმა ურთიერთობებმა ნდობა დაკარგოს.

„ევროპა გაძლიერდება – როგორც ძალაუფლების პოლიტიკის, ასევე სამხედრო ძლიერების თვალსაზრისით – მაშინ განსხვავებული ურთიერთობა ჩამოყალიბდება. ომის შემდგომი სიტუაცია ნატო-ში აშშ-ს ჰიპერდომინირების გამო დასრულდა. ჩვენ უნდა შევძლოთ საკუთარი თავის დაცვა“, – განაცხადა ფიშერმა.

ცნობისთვის, იოშკა ფიშერი გერმანელი პოლიტიკოსია მწვანეთა პარტიიდან. ის გერმანიის ვიცე-კანცლერი და საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 1998-2005 წლებში.

მსგავსი