ლევან იოსელიანი - ხაბეიშვილი რას აპირებს, არ ვიცი, მაგრამ პოლიტიკური მიზნებისთვის საბრძოლველად ათასი გზა არსებობს, გარდა ძალადობისა და კანონის დარღვევისა, არეულობა არ უნდა დავუშვათ
ლევან იოსელიანი - ხაბეიშვილი რას აპირებს, არ ვიცი, მაგრამ პოლიტიკური მიზნებისთვის საბრძოლველად ათასი გზა არსებობს, გარდა ძალადობისა და კანონის დარღვევისა, არეულობა არ უნდა დავუშვათ

ვფიქრობ, საფრთხის შემცველია ნებისმიერი ქმედება, რომელიც კონსტიტუციას, კანონს სცდება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანი გამოეხმაურა ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, სადაც ხაბეიშვილი ამბობს, რომ საჭირო თუ გახდა, სააკაშვილს ფიზიკურადაც გამოიხსნიან.

ლევან იოსელიანის თქმით, ქვეყანაში არეულობა არ უნდა დაუშვან.

„ჩვენს ქვეყანაში არ უნდა დავუშვათ რაღაცა ტიპის არეულობა, რომელიც ამ რთულ სიტუაციაში კიდევ უფრო მოწყვლადს გახდის ქვეყნის ინტერესებსა და უსაფრთხოებას. არ ვიცი, რას აპირებს ხაბეიშვილი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ათასი გზა, პოლიტიკური ინსტრუმენტი არსებობს იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იბრძოლო, გარდა ძალადობისა და კანონის დარღვევისა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.