იოსებ ხახალეიშვილი - დესტრუქციულ ოპოზიციას ქუთაისში მხარდაჭერა არ ექნება
იოსებ ხახალეიშვილი - დესტრუქციულ ოპოზიციას ქუთაისში მხარდაჭერა არ ექნება

ეს არის ხელმოცარული და კრიმინალური ოპოზიციის მორიგი მცდელობა, რომ მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში, ეს მათი ხელწერაა, – ასეთ კომენტარს აკეთებს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი მერიის შენობასთან დღეს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

ხახალეიშვილის განცხადებით, ხელისუფლება იმოქმედებს კანონის ფარგლებში და დაიცავს მოქალაქეების სიმშვიდეს.

„ისინი კვლავ ცდილობენ საჯარო დაწესებულებებში ძალადობრივი გზით შეჭრას და ამ შენობების ბლოკირებას. ამას აკეთებდნენ საარჩევნო კამპანიის დროს და ასე აგრძელებენ ახლაც. ჩვენ, კანონის მიერ მონიჭებული უფლებების გამოყენებით, შევეცდებით, არ მივცეთ მათ არეულობის მოწყობის საშუალება და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდე. დესტრუქციულ ოპოზიციას ქუთაისში მხარდაჭერა არ ექნება“, – განაცხადა ქუთაისის მერმა, იოსებ ხახალეიშვილმა.

დღეს ოპოზიციური პარტიების აქტივისტებმა ქუთაისის მერიის შენობაში შეჭრა სცადეს. სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეები ქუთაისის მერს რეგულაციების დარღვევაში ადანაშაულებდნენ.

დატოვე კომენტარი