იორმუღანლოს სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი დირექტორს უჩივის
იორმუღანლოს სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი დირექტორს უჩივის

იორმუღანლოს სკოლის მასწავლებელი საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოს საშუალებით შეეცდება.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის ყოფილმა მასწავლებელმა, თეა გურგენიძემ სკოლის დირექტორის წინააღმდეგ საჩივრით სიღნაღის სასამართლოს დღეს ოფიციალურად მიმართა.

მოსარჩელე მხარე პედაგოგის გათავისუფლებას უკანონოს უწოდებს და სამსახურში მის დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვს. გურგენიძის ადვოკატი აცხადებს, რომ სკოლის დისციპლინური საბჭოს გადაწყვეტილება მიუღებელია. ნათია ქაჯაიას თქმით, მტკიცებულება, რომ თეა გურგენიძემ მოსწავლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც ის სამსახურიდან გაუშვეს, არ არსებობს.

თეა გურგენიძის გათავისუფლება რამდენიმე კვირის წინ სკოლის მოსწავლეებმა გააპროტესტეს და სოფელში კარვები გაშალეს.