იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვიმუშავებთ, რათა პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებას მივაღწიოთ
იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - ვიმუშავებთ, რათა პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებას მივაღწიოთ

აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების საპასუხოდ, არაბული ქვეყნები პალესტინის სახელმიფოს საერთაშორისო აღიარებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებენ, – ამის შესახებ იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.

არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ამანში შედგა. მას ეგვიპტის, საუდის არაბეთის, მაროკოს, არაბეთის გაერთიანებული საამიროებისა და პალესტინის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„როგორც იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ჩვენ ვიმუშავებთ, რათა მივაღწიოთ პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების საერთაშორისო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, 1967 წელს არსებული საზღვრების მდგომარეობით, დედაქალაქით იერუსალიმში“ – აცხადებს იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი აიმან ალ-საფადი.

შეხვედრაზე მხარეებმა პალესტინის საკითხზე არაბული ლიგის საგანგებო სამიტის გამართვაც არ გამორიცხეს.