იორდანიის მეფე - ისრაელი ივლისში თუ მართლა მოახდენს დასავლეთ ნაპირის ანექსირებას, ეს იორდანიის ჰაშიმიტების სამეფოსთან მასშტაბურ კონფლიქტს გამოიწვევს
იორდანიის მეფე - ისრაელი ივლისში თუ მართლა მოახდენს დასავლეთ ნაპირის ანექსირებას, ეს იორდანიის ჰაშიმიტების სამეფოსთან მასშტაბურ კონფლიქტს გამოიწვევს

ისრაელი, ივლისში თუ მართლა მოახდენს დასავლეთ ნაპირის ანექსირებას, ეს იორდანიის ჰაშიმიტების სამეფოსთან მასშტაბურ კონფლიქტს გამოიწვევს, – ამის შესახებ იორდანიის მეფე, აბდულა მეორემ გერმანულ გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში განაცხადა.

იორდანიის მონარქის თქმით, ლიდერები, რომლებიც მხარს უჭერენ ერთი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ მიდგომას, ვერ აცნობიერებენ, თუ რა ნიშნავს ეს.

„რა მოხდება, თუ პალესტინის ეროვნული ადმინისტრაცია ჩამოიშლება? რეგიონში იქნება მეტი ქაოსი და ექსტრემიზმი. ისრაელი ივლისში თუ მართლა მოახდენს დასავლეთ ნაპირის ანექსირებას, ეს იორდანიის ჰაშიმიტების სამეფოსთან მასშტაბურ კონფლიქტს გამოიწვევს. არ მსურს, მუქარა და დაძაბულობის ატმოსფეროს შექმნა, მაგრამ ჩვენ ყველა ვარიანტს განვიხილავთ. ჩვენ ვეთანხმებით ევროპის და საერთაშორისო თანამეგობრობის ბევრ ქვეყანას, რომ ახლო აღმოსავლეთში ძალის კანონი არ უნდა იყოს გამოყენებული“, – განაცხადა იორდანიის მეფემ.

იორდანია დასავლეთის ახლო მოკავშირე და ორ არაბულ ქვეყანას შორის ერთ-ერთია, რომელსაც ისრაელთან სამშვიდობო შეთანხმება აქვს გაფორმებული. ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ქვეყანა ებრაული დასახლებების და მდინარე იორდანეს ველის ანექსირებას მოახდენს.