იორდანიის მეფე აბდულა II-მ პალესტინასთან კონფედერაციის იდეა კატეგორიულად უარყო
იორდანიის მეფე აბდულა II-მ პალესტინასთან კონფედერაციის იდეა კატეგორიულად უარყო

იორდანიის მეფე აბდულა II-მ პალესტინასთან კონფედერაციის იდეა კატეგორიულად უარყო.

იორდანიის მონარქი აცხადებს, რომ კონფლიქტის გადასაწყვეტად ორი სახელმწიფოს პრინციპს ალტერნატივა არ აქვს და პალესტინის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმი უნდა იყოს.

„ყოველ წელს ჩვენ გვესმის კონფედერაციის იდეა. ჩემი კითხვაა: კონფედერაცია ვისთან? ეს იორდანიისთვის წითელი ხაზია“ – აღნიშნა იორდანიის მეფემ.

მანამდე, პალესტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ იორდანიასთან კონფედერაციის შექმნა ვაშინგტონმა შესთავაზა. ამასთან, შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, რომელიც სამშვიდობო გეგმაზე მუშაობს, თქვა, რომ პალესტინის ლიდერი იდეას იმ შემთხვევაში მიემხრობა, თუ კონფედერაციის მონაწილე ისრაელიც იქნება.