იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტი სოფელ დიდ ხურვალეთში ადმინისტრაციულ საზღვარზე იმყოფებოდა
იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტი სოფელ დიდ ხურვალეთში ადმინისტრაციულ საზღვარზე იმყოფებოდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტად მყოფი იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს სენატის პრეზიდენტი, ფეისალ ალ-ფაიეზი, დელეგაციის წევრებთან ერთად, ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ, სოფელ დიდ ხურვალეთში ჩავიდა.

სტუმრები საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნურად გაყოფილ საზღვარზე არსებულ ვითარებას გაეცნენ. იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს საპარლამენტო დელეგაციამ 15 აპრილს საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იორდანიელი პარლამენტარები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესა და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს შეხვდებიან.