იორდანიაში ხალხმრავალი ქორწილის, ან დაკრძალვის ორგანიზატორს ერთწლიანი პატიმრობა დაემუქრება
იორდანიაში ხალხმრავალი ქორწილის, ან დაკრძალვის ორგანიზატორს ერთწლიანი პატიმრობა დაემუქრება

იორდანიაში ხალხმრავალი ქორწილის, ან დაკრძალვის ორგანიზატორს ერთწლიანი პატიმრობა დაემუქრება. შესაბამისი განკარგულება მთავრობამ გამოსცა.

შეგახსენებთ, იორდანიაში კორონავირუსის გავრცელების გამო, აპრილში მონარქმა გასცა ბრძანება, რომლის თანახმად, საგანაგებო მდგომარეობის რეჟიმის მოქმედების პერიოდში, მთავრობას მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვის საშუალება კანონით აქვს.

ახალი რეგულაციის მიხევდით, ყველა პირი, ვინც ხალხმრავალ ქორწილს, წვეულებას, ან დაკრძალვას მოაწყობს, ციხეში მოხვდება. ამჟამად ქვეყანაში წვეულებაზე 20-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია.

იორდანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 279 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ვირუსის გავრცელებას მოქალაქეთა უპასუხისმგებლო ქცევამ შეუწყო ხელი, რომლებიც ხალხმრავალ ღონისძიებებზე წესებს არ იცავდნენ.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების გამო, იორდანიაში ორი კვირით დახურეს რესტორნები და აკრძალული იქნება რელიგიური შეკრებები.